რამდენი ხნის უკან დაიწყო სინამდვილეში კოვიდ-19 საფრანგეთში?

პარიზის ჰოსპიტალმა დაამტკიცა, რომ პირველი კორონა ვირუსიანი პაციენტი 2019 წლის დეკემბერში ყავდა.

აქამდე არსებული ინფორმაციით საფრანგეთში კოვიდ19-ის პირველი დადასტურებული შემთხვევა 2020 წლის 24 იანვრით თარიღდებოდა.

თუმცა, პარიზის ავიცენა-ჟან ვერდიეს ჰოსპიტალში, დეკემბერში პნევმონიით ნამკურნალევი პაციენტის ბიოლოგიური მასალა, ახალ კორონა ვირუსზე გამოიკვლიეს და პოზიტიური პასუხი მიიღეს. ჰოსპიტლის რეანიმაციის ხელმძღვანელმა, ივ კოენმა, BFM TV-სთან ინტერვიუსას დაადასტურა, რომ დეკემბერში მათ ჰოსპიტალში პნევმონიით ნამკურნალევი 24 პაციენტის ბიოლოგიურ მასალას რეტესტირება ჩაუტარეს და ამ 24-დან ერთს კოვიდ-19 დაუდასტურდა. 

თითოეული ტესტი რამდენჯერმე იქნა განმეორებული, შეცდომის გამოსარიცხად. 

"ამ პაციენტმა 15 დღე იავადმყოფა და შემდეგ გამოჯანმრთელდა. მან დააინფიცირა მისი 2 შვილი, თუმცა ცოლს ინფექციის ნიშნები არ აღენიშნებოდა. ის შეიძლება იყოს საფრანგეთის ნულოვანი-პაციენტი, თუმცა ამის დასადასტურებლად დამატებითი ეპიდ. კვლევებია საჭირო" - განუცხადა ჟურნალისტებს კოენმა.

წყარო: https://www.weforum.org/agenda/2020/05/retesting-samples-france-discovers-covid19/

ფოტო: REUTERS/Gonzalo Fuentes - RC2P9G9CR8AG