რუსეთში კორონავირუსით ექიმი მამა-შვილი დაიღუპა

გონჩაროვების სამედიცინო დინასტია უკვე 5 თაობას ითვლის, მათ ოჯახში ყველა ექიმია.

კარდიოლოგი, ნიკოლაი გონჩაროვი 22 აპრილს, კორონავირუსული ინფექციით გარდაიცვალა, რომლითაც სამედიცინო საქმიანობის შესრულებისას დაინფიცირდა. მაისში მას 56 წელი შეუსრულდებოდა.  ოჯახის წევრები ყვებიან, რომ 2020 წლის 22 აპრილს, 15 საათსა და 46 წუთზე, მოულოდნელად გაჩერდა მისი საყვარელი საათის ისრები.  ორი საათში ის გარდაიცვალა. 

ორი დღის შემდეგ კი, 24 აპრილს ასევე კორონავირუსული ინფექციით დაიღუპა მამამისი, აკადემიკოსი იგორ გონჩაროვი. 

დაღუპელ ექიმებს დარჩათ ცოლები, შვილები, შვილიშვილები. ყველა ისინი ექიმებია და კვლავ აგრძელებენ პაციენტების მკურნალობას.

ფოტოებზე: 1.გონჩაროვების ოჯახი. 2 ექიმ გონჩაროვის გაჩერებული საათი

წყარო: https://www.osnmedia.ru/obshhestvo/dinastiya-vrachej-goncharovyh-ottsa-akademika-i-syna-ubil-koronavirus-ostalnye-prodolzhayut-spasat/?fbclid=IwAR1wYF8FNWVyGxJEp2C9riP747voB967-8H2Nzy0cE6wSlFdMvaEVFPcWwc