შვედეთის პრინცესა კოვიდ19-თან ბრძოლაში მედიკოსებს შეუერთდა

შვედეთის პრინცესამ დღეს საავადმყოფოში მუშაობა დაიწყო, რათა დაეხმაროს თავის ქვეყანას პანდემიასთან ბრძოლაში.

37 წლის სოფია ყოფილი მოდელია. იგი შვედეთის სამეფო ოჯახის წევრი 2015 წელს გახდა, როცა პრინც კარლ ფილიპზე იქორწინა. 

პრინცესამ, სტოქჰომის უნივერსიტეტში სამდღიანი სამედიცინო მომზადების კურსი გაიარა და ახლა მზადაა ექთნის ასისტენტად იმუშაოს.

დღეისათვის შვედეთში 11 927 ინფიცირებული და 1203 გარდაცლილია.

წყარო: https://www.dailymail.co.uk/femail/article-8225737/Princess-Sofia-Sweden-starts-work-healthcare-assistant-fight-coronavirus.html