რუსეთში Covid19 დადასტურებული შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა.

დღეს რუსეთის ფედერაციაში Covid-19 დადასტურებული შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. 16/04/2020, 22:00 საათის მონაცემებით, ეს რიცხვი 3448 დაინფიცირებულს შეადგენს, ბოლო 24 საათის განმავლობაში. 

ასეთი მაღალი მაჩვენებელი, აქამდე რუსეთში არ დაფიქსირებულა. შესაბამისი ინფორმაცია, კორონა ვირუსთან საბრძოლველად შექმნილ, სახელმწიფო ვებ-გვერდზეა განთავსებული.  მიჰყევით ბმულს: https://xn--80aesfpebagmfblc0a.xn--p1ai/

რესურსზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ამ მომენტისათვის მთლიანად რუსეთის ფედერაციაში 27 938 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან განკურნებულია - 2 304, ხოლო გარდაცვლილია - 232.

სულ ჩატარებულია 1.61 მილიონი ტესტი.