კორონავირუსს რომ სიმღერა შეეძლოს ანუ დაგვეხმარება თუ არა SARS-CoV2 მუსიკალური ანაბეჭდი მის დამარცხებაში?

მასაჩუსეტის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორი მარკუს ბოლერი სპეციალიზდება ხელოვნური ინტელექტის საშუალებით ვირუსული დიზაინის მოდელირებაში. მან შექმნა Covid19-ის ვირუსის მუსიკალური რეპრეზენტაცია. 

ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, პროფესორმა ვირუსის სტრუქტურას მუსიკალური ნოტები შეუსაბამა და მიიღო "ვირუსული მელოდია", რომლის მოსმენაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ამისათვის მიჰყევით ბმულს: https://www.youtube.com/watch?v=DTotk75ODC0

პროფესორის აზრით, ვირუსის მუსიკალური ანაბეჭდი უფრო ზუსტია, ვიდრე მისი გრაფიკული გამოსახულება, რადგან მუსიკა ნამდვილი ვირუსივით მოძრავი და დინამიურია, მაშინ როდესაც დიაგრამები დროში გაყინულია.    

წყარო: https://arstechnica.com/science/2020/04/counterpoint-mit-scientists-translate-coronavirus-protein-structure-into-music/

სურათზე გამოსახულია Sars-CoV-2 ვირუსის წვეტების ვიბრაციული თვისებების ვიზუალიზაცია.