covid-19-ის სამკურნალო ახალი პრეპარატი უკვე იტესტება, მყარი იმუნიტეტის ჩამოყალიბება კი ეჭქვეშაა.

რეპარატი, რომლის სამიზნეც ადამიანი და არა ვირუსია, უკვე კვლევაში ჩაუშვეს.

ამ კვირაში დაიწყო, კოვიდ-19 პოტენციური თერაპიის, კიდევ ერთი კვლევა.  რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, ამ შემთხვევაში სამიზნე თვითონ ადამიანის უჯრედებია და არა ვირუსი. 

მეცნიერებმა, ლაბორატორიულ პირობებში აჩვენეს,  რომ პრეპარატს-კამოსტატ მესილატი (camostat mesylate) აქვს უნარი დაიცვას ფილტვის უჯრედები მათში  SARS-CoV-2 ვირუსის შეღწევისგან. შეგიძლიათ იხილოთ სტატია: https://www.cell.com/cell/pdf/S0092-8674(20)30229-4.pdf

ვირუსებს დამოუკიდებლად გამრავლება არ შეუძლიათ.  ისინი იყენებენ მასპინძლის უჯრედის შესაძლებლობებს თავისი რეპლიკაციისთვის. ამდენად, თუკი დაიბლოკება ვირუსის უჯრედში შეღწევის უნარი, ავტომატურად მისი გამრავლების უნარიც იბლოკება. 

ჩვეულებრივ, ახალი პრეპარატის ადამიანებზე კვლევის დაწყებას წლები ჭირდება, მაგრამ რადგან კამოსტატ მესილატი უკვე ნებადართულია პანკრეატიტის სამკურნალოდ, მეცნიერებს შესაძლებლობა მიეცათ ბევრად უფრო სწრაფად დაეწყოთ ეს კვლევა. 

ჯერ-ჯერობით უცნობია, რამდენად ეფექტური აღმოჩნდება ეს მეთოდი, კოვიდ19-ის სამკურნალოდ.  თუმცა დანიის აარჰუს უნივერსიტეტის მკვლევარებს სჯერათ, რომ 3 თვეში ამ შეკითხვას უპასუხებენ.

ანტისხეულების დაბალი დონე, მყარი იმუნიტეტის შესახებ კითხვებს აჩენს.

შანხაის ფუდან უნივერსიტეტის მკვლევარებმა გამოიკვლიეს კოვიდ19-სგან განკურნებული და კლინიკიდან გაწერილი 175 პაციენტის სისხლი. მათდა გასაკვირად, პაციენტთა 30%-შიSARS-CoV-2 ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების იმდენად მცირე რაოდენობა იქნა ნანახი, რომ ჩნდება ამ პაციენტების ხელმეორედ დაინფიცირების საშიშროება.

მეცნიერები შიშობენ, რომ თუ ეს პროპორცია საბოლოოდ დადასტურდა, სოციუმში პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბების იმედი, ფუჭი შეიძლება აღმოჩნდეს. ეს ფაქტი, ასევე დამატებით პრობლემებს გამოიწვევს, ვაქცინის შექმნის პროცესშიც. 

კვლევის წინასწარი შედეგი, ჯერ კიდე არაა გამოქვეყნებული სამეცნიერო ჟურნალში. (მიჰყევით ბმულს: https://www.medrxiv.org/content/10.1101/2020.03.30.20047365v1)

საჭიროა დამატებითი მონაცემების შესწავლა, რომ საბოლოოდ პასუხი გაეცეს შეკითხვას, არსებობს თუ არა SARS-CoV-2 ვირუსით განმეორებით დაინფიცირების შანსი. 

 

ილუსტრაციაზე ნაჩვენებია, როგორ აღწევს ვირუსი ადამიანის უჯრედში.     სურათი: Reuters