ესპანეთში პაციენს 3D-პრინტერზე დაბეჭდილი ნეკნები და მკერდის ძვალი გადაუნერგეს.

54 წლის ესპანელ პაციენტს, რომელსაც გულმკერდის კედლის სისმსივნე ჰქონდა, ესპანელმა ქირურგებმა 3D-პრინტერზე დაბეჭდილი ტიტანის იმპლანტი გადაუნერგეს. ტექნოლოგია ავსტალიურმა კომპანია Anatomics-მა შეიმუშავა. 

მსოფლიოში პირველი გულმკერდის კედლის გადანერგვა, სალამანკის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში ესპანელ ქირურგთა გუნდმა განახორციელა. პაციენტს დიაგნოსტირებული ჰქონდა მკერდის ძვლის სარკომა. სიმსივნური წარმონაქმნი სრულად იქნა ამოკვეთილი, მისი ადგილი კი ტიტანის პროტეზმა დაიკავა. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა.