ბარძაყის ყელის მოტეხილობ - პაუელსის კლასიფიკაცია

1935 წელს, გერმანელმა ორთოპედმა ფრიდრიხ პაუელსმა(F. Pauwels) მოაწოდა ბარძაყის ყელის მოტეხილობათა კლასიფიკაცია, რომელიც საშუალებას იძლევა, გავაკეთოთ მოტეხილობის შესაძლო კონსოლიდაციის პროგნოზი, მოტეხილობის ხაზის ინკლინაციის ხარისხის მიხედვით.

მენჯ-ბარძაყის სახსრის რენდგენოგრამაზე, წინა-უკანა პროექციაზე, ვატარებთ წარმოსახვით ჰორიზონტალურ ხაზს თეძოს ქედის დონეზე. კუთხე რომელსაც ამ ხაზთან შექმნის მოტეხილობის ხაზი იწოდება პაუელსის კუთხედ.

მოტეხილობა მიეკუთვნება  I ტიპს თუკი პაუელსის კუთხე 30 გრადუსზე ნაკლებია.

II ტიპი   -   30-70 გრადუსი

III  ტიპი  -  70 გრადუსზე მეტი.

პირველი ტიპის მოტეხილობას კონსოლიდაციის საუკეთესო პროგნოზი აქვს, ხოლო მესამე ტიპისას ყველაზე უარესი პროგნოზი.