წელის ტკივილის განვითარების რისკფაქტორები.

კვლევამ აჩვენა, რომ თამბაქოს მოხმარება, ჭარბი წონა, ალკოჰოლი და დეპრესიული განწყობები წელის ტკივილის განვითარების რისკ ფაქტორებს წარმოადგენენ. 

წელის ტკივილი, გავრცელებული პათოლოგიაა, რომელიც ასოცირდება ისეთ სერიოზულ სოციალურ პრობლემებთან, როგორებიცაა: ინვალიდობა, სამუშაოს დაკარგვა, მაღალი  სამედიცინო ხარჯები და ცხოვრების ხარისხის გაუარესება.

2015 წლის ამერიკის ორთოპედთა ასოციაციის შეხვედრაზე, წარმოდგენილი კვლევის თანახმად ნიკოტინდამოკიდებულება, სიმსუქნე, ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება და დეპრესიული აშლილობა განისაზღვრა, როგორც წელის ტკივილის განვითარების რისკ ფაქტორები.

ამერიკის შეერთებლი შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის, 2012 წლის ნაციონალური კვლევის თანახმად, ამერიკის მოზრდილი მოსახლეობის თითქმის მესამედმა უპასუხა, რომ ერთხელ მაინც შეუწუხებია წელის ტკივილს, ბოლო 3 თვის განმავლობაში. ბევრი მოზრდილისთვის, წელის ტკივილი ქრონიკულ ხასიათს ატარებს.

წელის ტკივილის განმაპირობებელი ცვლადი რისკ ფაქტორების განსაზღვრა, საშუალებას იძლევა თავიდან ავიცილოთ ან შევამციროთ მაინც, ამ მდგონმარეობით გამოწვეული ფინანსური და ემოციური ზარალები.

მკვლევარების მიერ შესწავლილი იქნა 26 მილიონზე მეტი პაციენტის ელექტრონული სამედიცინო ბარათი, 13 სამედიცინო სისტემიდან, მთელი ამერიკის მასშტაბით. მათ შორის, 1.2 მილიონი (4.54% შესწავლილი პაციენტების მთლიანი რაოდენობიდან) პაციენტი იყო უკვე დიაგნოსტირებული წელის ტკივილით.

კვლევამ აჩვენა, რომ დეპრესიული აშლილობის მქონე 19.3%, ჭარბწონიან (BMI >30kg/m²) 16.75%, ნიკოტინ დამოკიდებულების 16.53% და ალკოჰოლის ჭარბი მომხმარებლების 14.66% აწუხებთ წელის ტკივილი.

ნიკოტინის მწეველების, ჭარბ წონიანების, დეპრესიული აშლილობის მქონე პირებისა და ალკოჰოლის მომხმარებლების რისკი განუვითარდეთ წელის ტკივილი, შესაბამისად 4.489-ჯერ, 6.007-ჯერ, 5.511-ჯერ და 3.326-ჯერ მეტია, სხვა პაციენტებთან შედარებით.

________________

(c)  მიხეილ შავგულიძე