ენდოპროტეზირება და ავტომობილის მართვა

2105 წლის ამერიკის ორთოპედთა ასოციაციის ყოველწლიურ შეხვედრაზე გაკეთებული მოხსენების მიხედვით, პაციენტები რომლებმაც ჩაიტარეს მენჯ-ბარძაყის სახსრის ტოტალური ენდოპროტეზირება, შეიძლება სრულიად უსაფრთხოდ მიუჯდნენ საჭეს, ოპერაციიდან 2 კვირის შემდეგ.
ა.შ.შ.-ში ყოველწლიურად 322 ათასი ადამიანი იკეთებს მენჯ-ბარძაყის სახსრის ენდოპროტეზირებას.

დეკადის წინ ჩატარებული კვლევის თანახმად, პაციენტებს ურჩევდნენ ოპერაციიდან 6-8 კვირის განმავლობაში თავი შეეკავებინათ მანქანის მართვისაგან. თანამედროვე პირობებში კი, გაუმჯობესებული ქირურგიული ტექნიკის, ტკივილის მართვისა და რეაბილიტაციური პროცედურების გამო, ეს 8 კვირიანი შეზღუდვა, 2 კვირამდე შემცირდა.

     (c)   მიხეილ შავგულიძე