ბარძაყის თავის მიგრაცია სათესლე პარკში

საინტერესო სტატია გამოქვეყნდა, The New England Journal of Medicine-ში ერთი კვირის წინ: ბარძაყის თავის მიგრაცია სათესლე პარკში.

33 წლის მამაკაცი, მოტო-საგზაო ტრავმის შემდეგ. ინტუბირებული პაციენტის, კლინიკური კვლევის შედეგად ნანახი იქნა: შეშუპებული, მყარი სათესლე პარკი და გარეთ როტირებული, დამოკლებული მარცხენა ქვ/კიდური.

მენჯის კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ აჩვენა ამოვარდნილობა მარცხენა მენჯ-ბარძაყის სახსარში და მარცხენა ბარძაყის სამფრაგმენტოვანი, ციბრუტოვანი მოტეხილობა, (გამოსახულება A, თეთრი ისარი) ბარძაყის თავისა და ყელის ნაწილის მიგრაციით სათესლე პარკში. (გამოსახულებები A და B, ყვითელი ისარი). ასევე ნანახი იქნა, მენჯის მარცხენა წინა რკალისა და ტაბუხის ფოსოს მოტეხილობა (გამოსახულებები A და B, ლურჯი ისარი)

ბარძაყის თავი და ყელის ფრაგმენტი, ამოღებულ იქნა სათესლე პარკიდან პირდაპირი ქირურგიული მიდგომის მეშვეობით (გამოსახულება C), რის შემდეგადაც შესრულდა მოტეხილობების ღია რეპოზიცია და ოსტეოსინთეზი (გამოსახულება D).

პაციენტს რაიმე უროლოგიური გართულება არ ჰქონია.

3 თვის შემდეგ განმეორებით CT კვლევაზე, ბარძაყის თავის ავასკულარული ნეკროზის ნიშნები ნანახი არ იქნა.

14 თვის შემდეგ ჩატარებულ CT კვლევაზე ნანახი იქნა ჯანმრთელი ძვლის სურათი და პაციენტს დართეს ნება კიდურის სრული დატვირთვისა.

__________________________________________________________________________________________________________________

                                                     სტატიის ქართული მიმოხილვა, გაკეთებულია,

The New England Journal of Medicine-ის ოფიციალური ნებართვით.

                                                                                                                                                                                               (c) მიხეილ შავგულიძე