ჩვენ შესახებ

მიხეილ შავგულიძე, ორთოპედ-ტრავმატოლოგი

ძირითადი კლინიკური ინტერესები: მსხვილ სახსართა ენდოპროტეზირება, გრძელი ლულოვანი ძვლების მოტეხილობათა ქირურგიული მკურნალობა

 

2005 წელს წარჩინებით დაამთავრა ქუთაისის სამედიცინო ინსტიტუტი და სწავლა გააგრძელა ხარკოვის დიპლომისშემდგომი განათლების სამედიცინო აკადემიის კლინიკურ ორდინატურაში, ორთოპედია-ტრავმატოლოოგიის კათედრაზე.

2008 წელს ჩააბარა სახელმწიფო სასერთიფიკაციო გამოცდა და მიენიჭა ლიცენზირებული ორთოპედ-ტრავმატოლოგის სერტიფიკატი.

2009-2010 წლებში სტაჟირებას გადიოდა შვეიცარიის, ქალაქ დავოსის ქირურგიულ ცენტრში, მოტეხილობათა ქირურგიულ მკურნალობაში.

2011 წელს სტაჟირება გერმანიაში, კარლს-რუეს სახელმწიფო კლინიკის ტრავმატოლოგიურ განყოფილებაში.

2012 წელს სტაჟირებას გადიოდა გერმანიაში, მარკგრონინგენის ორთოპედიული ცენტრის, მსხვილ სახსართა ენდოპროტეზირების განყოფილებაში.

2013 წელს გაიმარჯვა ამერიკის ორთოპედთა ასოციაციის, ახალგაზრდა ქირურგთა საერთაშორისო კონკურსში. მოიპოვა ამერიკის ორთოპედთა ასოციაციის გრანტი და კალიფორნიაში, ოკლენდის ორთოპედიული ქირურგიის ცენტრში სტაჟირების საშუალება.

2015 წელს გაიმარჯვა ამერიკულ-ავსტრიული ფონდის კონკურსში და მონაწილეობა მიიღო ვეილ-კორნელის სამედიცინო კოლეჯისა და ზალცბურგის სამედიცინო სემინარში: ძვალ-სახსართა ქირურგია.

2016 წელს სტაჟირება მენჯის ქირურგიაში გრაცის ანატომიურ ინსტიტუტსა და საარლანდის საუნივერსიტეტო კლინიკის ტრავმატოლოგიურ განყოფილებაში, ჰომბურგი, გერმანია.

2008 წლიდან დღემდე მუშაობს იმერეთის რეფერალურ ჰოსპიტალში ორთოპედ-ტრავმატოლოგად.

                                    პროფესიული ასოციაციების წევრობა:

AO/ASIF - ოსტეოსინთეზის შემსწავლელი ასოციაციის წევრი, 2009წ.

AAOS - ამერიკის ორთოპედთა ასოციაციის წევრი, 2013წ.

საქართველოს ორთოპედ-ტრავმატოლოგთა საზოგადოების წევრი, 2014წ.

SICOT - ორთოპედიული ქირურგიისა და ტრავმატოლოგიის საერთაშორისო საზოგადოების წევრი, 2014წ.